სინაგოგები საქართველოში
Main Photo
Additional Photo 1
Additional Photo 2

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

სინაგოგები საქართველოში

ავტორი: მანანა ქუთათელაძე

ამ წიგნის მარაგი ამოწურულია. შეგიძლია ისარგებლო შეკვეთის ფუნქციით

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

„სინაგოგები საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია პროექტისა – „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში უკვე გამოცემულია „კათოლიკობა საქართველოში“ და ასევე, მზადაა ოთხტომეული „მეჩეთები საქართველოში“. პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანების ისტორიულ-კულტურული კვალის აღწერა. დღეს რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის შემოდიან ებრაელი პირველმოსახლეები საქართველოში, თუმცა, ამ გამოცემის მიზანი ამგვარი კვლევითი საქმიანობა, ახალი საბუთების მოპოვება ან განხილვა არც ყოფილა. არ გვიცდია დეტალურად და ქრონოლოგიურად აღნუსხულიყო ებრაელების ისტორია საქართველოში. ამ წიგნის მიზანი უფრო მოკრძალებული და კონკრეტულია – შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძია საქართველოში არსებული ებრაული დასახლებები და იქ აგებული ებრაული სამლოცველოები და სინაგოგები. წიგნზე მუშაობისას მოეწყო ექსპედიციები საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში და ისტორიულ, თუ საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჯამში 69 სინაგოგის მოძიება მოხერხდა. სამწუხაროდ, ამ სინაგოგათა დიდი ნაწილი აღარ არსებობს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია სინაგოგის 29 შენობა, ზოგიერთ მათგანში საზოგადოებრივი დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული, 17 შენობამ კი დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი ფუნქცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტომასალით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად დავინახოთ საქართველოში ებრაელების როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ისე თანამედროვე რელიგიური არქიტექტურის განვითარების ეტაპები“, – მანანა ქუთათელაძე.

მსგავს კატეგორიაში

გურია და გურულები – 150 ამბავი

გურია და გურულები...

ირაკლი მახარაძე

6 მარაგშია

კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა

კაცი, რომელსაც ცოლ...

ოლივერ საკსი

20 მარაგშია

ადამიანის წარმოშობა

ადამიანის წარმოშობ...

გ. ნიორაძე

5 მარაგშია

აკაკი - 180 ამბავი

აკაკი - 180 ამბავი

ავტორთა ჯგუფი

10 მარაგშია