ავტორი: ჰენრი ფილდინგი
25.00 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ისტორია“ 1749 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიქცია ყურადღება სიუჟეტის დინამიკურობით, ხასიათების მრავალფეროვნებით, მაღალი და დაბალი კლასების, ლონდონისა და პროვინციის ცხოვრების კონტრასტულობის აღწერითა და ლაღი იუმორით. წიგნი გამოქვეყნების პირველივე წელს ოთხჯერ გამოიცა და ბესტსელერი გახდა. ის ფილდინგის უდიდეს ნაწარმოებად მიიჩნევა და სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორისაც დაასახელა. თავად ავტორმა, ჰენრი ფილდინგმაც აღნიშნა, რომანი „ტომ ჯონს ნაპოვარას ისტორია“ ჩემზე დიდხანს ეხსომებათო. ნაწარმოები საგმირო-სატრფიალო რომანსის ქარგაზეა დაფუძნებული. ვაჟს, ტომ ჯონსს, უყვარს ქალი, სოფია ვესტერნი და მისი სიყვარულის მოსაპოვებლად ათას ფათერაკს გამოივლის, მაგრამ ამ ახალ ჟანრში ქალი არ არის პასიური პერსონაჟი, რომელიც მოთმინებით უნდა ელოდებოდეს თავის მიჯნურს, იგი თვითონაც გამოსულია სატრფოს საძებნელად და მრავალ ფათერაკს გადაურჩება.