ჯერ არაა რეიტინგი
ავტორი: ოვიდიუს ნაზონი
15 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ოვიდიუსმა თავის ელეგიებში უმღერა არა რომის გმირულ წარსულს, არა ავგუსტუსის დიდებულ საქმეებს, არა რომაელთა წარმატებულ ლაშქრობებს, არამედ სიყვარულს, რომელსაც შეეძლო სამოქალაქო ომებით გამოწვეული უბედურებების დავიწყება. გონებამახვილობა, ფაქიზი იუმორი, ფსიქოლოგიზმი, ლექსის სიმსუბუქე არის „ტრფობანისათვის დამასასიათებელი ნიშან-თვისებები. „ტრფობანის“ ელეგიები ეძღვნება: სატრფოს, სატრფოს მოახლეს, მაჭანკალს, ბრიყვ ქმარს, სატრფოს მცველს. ოვიდიუსი მისთვის ჩვეული იუმორით გადმოსცემს „დრამატულ სიუჟეტებს“ – სატრფოს ღალატს, ჩსუბს, ეჭვიანობას, სატრფოსთან დაშორებას. პოეტის თქმით, მიჯნური მწვავე ვნებებთან მებრძოლი მეომარია (I, 9), კუპიდონი – ტრიუმფატორი, რომლის ეტლს მიჰყვებიან დატყვევებული ჭაბუკები და ქალწულები. ---- მთარგმნელი: მანანა ღარიბაშვილი