06/12/2024
ნაუელის კოდექსი – ბეოვულფი
1731 წელს, კოტონის ბიბლიოთეკის თაროებს ცეცხლი მოედო და ალი მიუახლოვდა ნაუელის კოდექსის გვერდებს, რომელიც შეიცავდა ბეოვულფის ერთადერთ გადარჩენილ ასლს - ანგლო-საქსური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტს. საბედნიეროდ, ხელნაწერი გადარჩა და კოტონის ბიბლიოთეკის ნაწილად იქცა ბრიტანეთის მუზეუმის სამი საფუძვლის კოლექციიდან ერთ-ერთი. ნაშრომი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ძველი ინგლისური კანონიკა მის გარეშე წარმოუდგენელია. ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ტექსტი მოგვითხრობს ბეოვულფის ამბავს, მათ შორის მის დრამატულ გამარჯვებას მონსტრ გრენდელსა და მის დედაზე, და მის ბრძოლაზე დრაკონთან.
ომარ ხაიამის რობაიები
ერთ-ერთი ყველაზე ფუფუნებით შექმნილი წიგნი ტალღებმა შთანთქეს, როდესაც ის ტიტანიკთან ერთად ჩაიძირა. წლების შემდეგ, წიგნის მეორე ასლი მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონის დაბომბვისას განადგურდა. ისეთი დრამატული ისტორიის შემდეგ თითქმის დაუჯერებელია, რომ სანგორსკისა და სატკლიფის ლეგენდარული გამოცემა ომარ ხაიამის რობაიებისა საერთოდ გადარჩა, თუმცა მესამე (წიგნის ერთადერთი გადარჩენილი ასლი) ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. ორიგინალი ტექსტი შემკული იყო 1050 ძვირფასი ქვით, დაახლოებით 9 კვადრატული მეტრი ოქროს ფურცლითა და 5000 ტყავის ნაჭრით.
ჩაკოსის კოდექსი - იუდას სახარება
ეგვიპტის უდაბნოში აღმოჩენილი იუდას სახარება 1700 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო. ჩაკოსის კოდექსის ნაწილი, ადრექრისტიანული ხელნაწერი, კოპტურ ენაზე დაწერილი სახარება რჩება პირველ და ერთადერთ აღმოჩენილ ვერსიად ამ ტექსტისა. იესოს ჯვარცმის ამბის შემცველი ხელნაწერი ახლებურად განმარტავს მოწაფე იუდა ისკარიოტელის ამბავს, და ამ ვერსიაში თავად ქრისტე მიუთითებს თავის მეგობარს, უღალატოს მას. ხელნაწერი, სავარაუდოდ, იუდას სახარების ორიგინალის ასლია, რომელიც ახლა დაკარგულია.
ვოინიჩის ხელნაწერი
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წიგნი ნელა ამჟღავნებს თავის საიდუმლოებებს, ვოინიჩის ხელნაწერი თითქმის სფინქსივით იცავს მასში მოთავსებულ ინფორმაციას. დაწერილია შიფრით უცნობ ენაზე და გარემოცულია ვარაუდებითა და დაშვებებით, ტექსტი დღემდე ძირითადად გაუგებარი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ეს არის მეცნიერების ან მაგიის ნაშრომი, გვერდების უმეტესობა სამეცნიერო და ბოტანიკურ ილუსტრაციებს შეიცავს, ვოინიჩის ტექსტის ზუსტი მნიშვნელობა კვლავაც აოცებს ექსპერტებს. საერთო ჯამში, ავტორობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და წარმომავლობა ბუნდოვანია.
და ვინჩის კოდი
ლეონარდო და ვინჩის ნატიფი და გაურკვეველი ხელწერა გვერდზე დახრილად მიემართება. ხელოვანის მიერ დატოვებული რთული გასარჩევი ჩანაწერები მთლიანად სარკისებურად არის შესრულებული. შესაძლოა ეს იყოს ხელოვანის ცაციობის შედეგი, პოპულარული თეორიის მიხედვით, და ვინჩი შესაძლოა ცდილობდა თავისი ნამუშევრების დაფარვას ცნობისმოყვარე თვალისგან. დღესდღეობით, ხელნაწერები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, ფორსტერის კოდექსს, ატლანტიკურ კოდექსს და არუნდელის კოდექსს, კვლავ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. 1994 წელს, და ვინჩის ლესტერის კოდექსმა ისტორია შექმნა როგორც იმ დროისთვის ყველაზე ძვირად გაყიდულმა ხელნაწერმა, როდესაც ის ბილ გეიტსმა 30.8 მილიონ დოლარად შეიძინა.
ამერიკის ფრინველები
არსებობს მხოლოდ 120 სრული ასლი "ამერიკის ფრინველებისა" - ძალიან მცირე რაოდენობა ბეჭდური წიგნისთვის (შედარებისთვის, შექსპირის პირველი ფოლიოს 235 ცნობილი ასლი არსებობს). ამან, მისი ბუნებრივი ზომის ილუსტრაციებთან და სასურველობასთან ერთად, ის განსაკუთრებით იშვიათ და ძვირფას ტექსტად აქცია. ჯონ ჯეიმს ოდუბონის მიერ თითქმის თორმეტი წლის განმავლობაში შესრულებული ფირფიტები ბუნების ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავ და ლამაზ ნიმუშებს შორის ითვლება.
პლინიუს უფროსის ისტორია ნატურალისი
საბეჭდი დაზგის გამოგონებიდან მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ შექმნილი, პლინიუსის Historia Naturalis-ის პირველი გამოცემა გასაოცრად იშვიათია, მხოლოდ 100 ასლით. ცნობილი თავისი 27,000 ჩანაწერით, რომლებიც მოიცავს ფანტასტიკურ ამბებს, პლინიუსის ტექსტი არა მხოლოდ ერთ-ერთი უიშვიათესი ბეჭდური ტექსტია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოც. მის გვერდებზე თქვენ იპოვით ფრინველებს, მხეცებს და მონსტრებს, მათ შორის ადამიანებს თვალებით მხრებზე, დრაკონებსა და ფენიქსებს.