
01/06/2025
წიგნების ქურდობა წლებია წიგნების კოლექციონერთა, გამყიდველთა, ბიბლიოთეკების და ზოგადად, ყველა წიგნის მფლობელის თავსატეხია. შესაძლოა მოიპარონ ერთი, ორი, ათი წიგნი, მაგრამ... 43,665? რთულია. თუკი ყოველდღე თითო წიგნს გამოიტან ბიბლიოთეკიდან, ამას 117 წელზე მეტი დასჭირდებოდა.
ბიბლიოფილებმა იციან ლეგენდარული სტივენ ბლუმბერგი, რომელიც გინესის რეკოდსმენია წიგნების ქურდობაში. უფრო სწორად, იყო, რადგან მან, სულ რაღაც 23,600 წიგნი მოიპარა. ახლა მას უკანა პლანზე უწევს გადასვლა. სხვა ამბავია ის, რომ ამ შემთხვევაში საქმე ინდივიდს კი არ ეხება, არამედ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ქურდობაში მონაწილეობდა, მაგრამ რეკორდი, ასე თუ ისე, მაინც გადაძლეულია.
შემთხვევა მოხდა პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში, თაუნსას სკოლის ბიბლიოთეკაში. ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა ადგილობრივებმა ღამით სკოლის საცავის ტერიტორიაზე დატვირთული რიკშები დაინახეს როგორც ვარაუდობენ, 43,000-ზე მეტი წიგნი სწორედ რიკშების საშუალებით გაიტანეს. ეს იყო სასკოლო ლიტერატურა.
შვიდი ადამიანი უკვე დაკავებულია — მათ შორის არიან განათლების ასისტენტ-ოფიცერი, სკოლის დაცვის თანამშრომლები და საცავის თანამშრომლები.
წყარო: https://www.rarebookhub.com/articles/3851